უნიკალური გამოსახულების შესაქმნელად, ჩვენ ბოლნისის ჯვრის ხაზები და ფორმები გამოვიყენეთ. მასში დაშიფრულია ყველა დეტალის სიმბოლური წარმოდგენა, რაც პირველ ქართულ მინერალურ წყალს „ბორჯომად“ აქცევს.
წარმომავლობის გამოსახატავად, ქართულ მხედრულ ანბანს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ დამწერლობებთან ვაერთიანებთ. გამოყენებულია დაპატენტებული ბორჯომის ქართული მწვანე ფერი — Georgian Green.
„ბორჯომი“ სათავეს იღებს საქართველოში, დიდებული კავკასიონის წიაღში. ეს “იუვენილური წყალი“ ზედაპირზე ამოსვლისას, სხვადასხვა უნიკალური მინერალით მდიდრდება.
ეს ნაწილი ასახავს „ბორჯომის“ დაბადებას — „მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა“, რომელიც 130 წელია თქვენს სხეულს, გონებას და სულს აცოცხლებს.
„ბორჯომი“ დაჭრილმა ირემმა აღმოაჩინა, რომელიც მონადირეს გაურბოდა.
უნიკალური გამოსახულების შესაქმნელად, გამოვიყენეთ ბოლნისის ჯვრის ფორმა. მასში დაშიფრულია ყველა დეტალის სიმბოლური წარმოდგენა, რაც პირველ ქართულ მინერალურ წყალს „ბორჯომად“ აქცევს.